აუქციონი იწყება ამ წუთებში თბილისში, წითელ ბაღში. საქველმოქმედო ბაზრობაზე „ვარდისფერი ყულაბა“ იყიდება ტანსაცმელი, აქსესუარები, წიგნები, ხელნაკეთი ნივთები, ასევე ტკბილეული.
აუქციონზე გაიყიდება ქართველი მორაგბეების ავტოგრაფებით ბურთი, ასევე კალათბურთელების ბურთი, ფეხბურთელების მაისური და სხვა სპორტული ფედერაციების მიერ გამოგზავნილი საჩუქრები.
აქციის ორგანიზატორები შეგროვილი თანხით 8 თვის გოგონას დახმარებას ცდილობენ, რომლის მკურნალობა საქართველოშიც შესაძლებელია.