20 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
მეწყერის ქვეშ მოყოლილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

თითქმის 9 საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ახალშენში მეწყერის ჩამოწოლის შედგად დაკარგულის ცხედარს მიაგნეს. 60 წლამდე ასაკის ოთარ დავითაძე იმ ჯიხურში ნახეს, სადაც ის ღამით ობიექტს დარაჯობდა.

მძიმე ტექნიკა ტერიტორიას ამჟამად მიწის მასისგან წმენდს, რის შემდეგაც დაღუპულის ცხედარს ამოიყვანენ.

მაშველებთან ერთად ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები და ასაფეთქებელ ნივთიერებებს ეძებენ, რომელიც კარიერზე გამოიყენება. გავრცელებული ინფომრაციით, მეწყერმა ის ავტომობილიც მოიყოლა, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო.

მიწის მასა ახალშენში გამთენიისას კარიერზე ჩამოიშალა. მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილან კომპანია პრომექსის წარმომადგემელები, რომლებიც კარიერზე სამუშაოებს აწარმოებდენ.

ადგილობრივი მოსახლოება მომხდარს სწორედ ამ სამუშაოებს უკავშირებს, რომლის შეწყვეტასაც ისინი დიდი ხანია ითხოვენ. ცხედრის ძებნის დროს ადგილზე დავითაძის ოჯახის წევრებსა და მაშველს შორის ინციდენტიც მოხდა. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები