20 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
ეკა მიშველაძის გადაცემა დაიხურა - მაუწყებელი ტელეწამყვანს ახალ სამსახურს სთავაზობს

ეკა მიშველაძის გადაცემა საზოგადორვივ მაუწყებელზე საბოლოოდ დაიხურა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ამის შესახებ მან ინფომრაცია ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერიდან გაიგო. ამჟამად ის ტელევიზიის გენერალურ დირექტორთან მორიგ შეხვედრას ელოდება.

"ვილაპარაკეთ ყველაფერზე ოღონდ არ გვილაპარაკია ჩემზე და ჩემს გადაცემაზე. დავსვი კითხვა რას ვშვებით სამომავლოდ რამე გადაწვყვიტეთ თუ არა, მითხრა რომ მეჩქარება და შევხვდეთ შემდეგ. ამ დრომდე ოფიციალურად მე არ ვიცი, გარდა გიორგი გვიმრაძისა, რომელიც რამდენიმე დღის დანიშნულია იმ ტელევიზიაში და ისიც სხვა ეთერში გაკეთებულია განცხადება, რომ პირველი სტუდია დაიხურა,"- განაცხადა ეკა მიშველაძემ

ცვლილებების გამო პირველ არხზე ყველა გადაცემის დახურვას ადასტურებს გიორგი ბარათაშვილი.

"მიმდინარეობს განახლების პროცესი მაუწყებელში. ყველა ძველი გადაცემა დაიხურა, მე პარასკევს ეკას შევხვდი ორშაბათსაც შევხვდები.  მაქვს კონკრეტული შეთავაზება, ორშაბათს გავივლით კიდე. ეკა ჩვენი თანამშრომელია ეკა არსად არ მიდის,"- აცხადებს გიორგი ბარათაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები