2003 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც ფაბრიკა ამირანს მისი დირექტორი ავთანდილ კვარაცხელია ჩამოაშორეს, ტერიტორია და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები აუქციონზე ქართუ ლიზინგმა 300 ათას ლარად შეიძინა.
საუბარია 1 ჰექტარ მიწაზე და 9 ათას კვადრატულ შენობაზე თავის მანქანა-დანაგდარებით. მას შემდეგ თავად ფაბრიკის ყოფილი დირექტორიც და სხვა აქციონერებიც ყველა სამართლებრივი გზით ცდილობენ ქონების დაბრუნებას, თუმცა აქამდე შედეგს ვერ მიაღწიეს.
„2004 წელს ბანკ ქართუსთან აქცია ჩავატარეთ. დაგვპირდნენ კომპენსაციებს, მაგრამ არ გდაუხდიათ,“- აცხადებს ფაბრიკა ამირანის ყოფილი აქციონერი თამილა ჯაფარიძე.
„285-მა მუშამ შევიძინეთ ფაბრიკა და შემდეგ წაგვართვეს, გვითხრეს, რომ ვალი გაქვთ და იმ ვალში წაიღეს,“-აცხადებს ფაბრიკა ამირანის კიდევ ერთი ყოფილი აქციონერი შოთა შუბლაძე.
შეგახსენებთ, რომ ფაბრიკა ამირანის 52%-იან წილს 1993 წლიდან კოლექტივი ფლობდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ავთანდილ კვარაცხელია, რომელიც ასევე იყო ფაბრიკის დირექტორი. 1998 წელს მას ქართუ ჯგუფმა ტერიტორიის დათმობა შესთავაზა რაზეც უარი მიიღო. მოგვიანებით კვარაცხელიაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ის დააპატიმრეს. სწორედ ამ პერიოდში გაიყიდა ფაბრიკა ამირანი და ტერიტორია, რომელზეც ის იყო განლაგებული აუქციონზე და ის ქართუ ჯგუფის მიერ დაარსებულმა კომპანია ქართუ ლიზინგმა შეიძინა.