ამირან კვარაცხელია, რომელსაც მისი თქმით ქართუ ჯგუფმა ფაბრიკა ამირანი, სადაც ის წილს ფლობდა ჩამოართვა საკუთარი ქონების დაბრუნებას უკვე წლებია ცდილობს.
მისი თქმით ბოლო 3 წლის განმავლობაში მან 10-ზე მეტი გამომძიებელი შეიცვალა, თუმცა საქმის გამოძიებას მაინც ვერ მიაღწია.
„არ დაგვიტოვებია ეკა ბესელია, გედევან ფოფხაზე, ნანუაშვილი ხმალაძე და ა.შ. მეც ვწერდი, ყველა აქციონერი წერდა წერილებს, მაგრამ პასუხი არც ერთს არ მიუღია, არც მე არ მიმიღია პროკურატურიდან. 2012 წლის ბოლოდან დღემდე 12 გამომძიებელი გამოვიცვალე-ტექსტი ერთიდაიგივეა-„მიდის ძიება და შედეგებს გაცნობებთ,“ არაფერი არ იცვლება, მხოლოდ თარიღი და გამომძიებლის სახელი,“-აცხადებს კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ ფაბრიკა ამირანის 52%-იან წილს 1993 წლიდან კოლექტივი ფლობდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ავთანდილ კვარაცხელია, რომელიც ასევე იყო ფაბრიკის დირექტორი. 1998 წელს მას ქართუ ჯგუფმა ტერიტორიის დათმობა შესთავაზა რაზეც უარი მიიღო. მოგვიანებით კვარაცხელიაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ის დააპატიმრეს. სწორედ ამ პერიოდში გაიყიდა ფაბრიკა ამირანი და ტერიტორია, რომელზეც ის იყო განლაგებული აუქციონზე და ის ქართუ ჯგუფის მიერ დაარსებულმა კომპანია ქართუ ლიზინგმა შეიძინა.