თბილისის მერია კაფეს ხსნის. ამ ფაქტს კი ის დოკუმენტები ადასტურებს, რომელიც რუსთავი 2-მა მოიპოვა.
კაფეს გასახსნელად მერიამ უკვე შეიმუშავა დიზაინი, შეარჩია ის საჭირო ნივთები, რაც კაფესთვის არის საჭირო, დათვალა მათი რაოდენობა, სიმაღლე სიგრძეც და ზომაც. განსაზღვრა ადგილიც. ეს თბილისის მუნიციპალიტეტის შენობის მეთოთხმეტე სართულია.
აღსანიშნავია, რომ თანხები კაფეს გასახსნელად ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ მერია აპირებს იყიდოს:
36 ცალი კაფეტერიის სკამი 4 ფეხზე;
6 ცალი მოდულური რბილი ავეჯი;
8 ცალი ბარის სკამი მომრგვალებული ფორმის პოლიკარბონატის დასაჯდომით;
4 მაგიდა ცენტრალურ ანოდიზირებული ალუმინის ფეხზე;
5 მაგიდა, 2 ცალი ცენტრალურ ანოდიზირებული ალუმინის ფეხზე;
3 მაგიდა ცენტრალურ ანოდიზირებული ალუმინის ფეხზე;
2 მაგიდა-მაცივარი;
კაფეში სწრაფი კვების ხაზში კი მერია ასევე ყიდულობს:
1 ცალ დანა-ჩანგლის განყოფილებას;
1 ცალ საკონდიტრო მაცივარს;
2 ცალ ცივ განყოფილებას;
1 ცალ ნეიტრალურ განყოფილებას;
2 ცალ ცხელ განყოფილებას;
ასევე მერია ყიდულობს სალაროსთვის 1 მაგიდას, კარადას მაცივარს, საყინულიანი 2 კარით და ასევე 2 კარიან კარადა-მაცივარს.
ასევე თბილისის მერიას უნდა, რომ შეიძინოს კომბინირებული ღუმელი ელექტრო გამწოვის მექანიზმით; ცომის ამომყვანი დანადგარი; ელექტრონული ღუმელი; ელექტრონული ცომისმზელი მანქანა; კარტოფილის სათლელი მანქანა; ელექტრო ფრის აპარატი ორ განყოფილებიანი; ელექტრონული ბოსტნეულის საჭრელი და ღუმელის სინი 20 ცალი.
რუსთავი 2-მა მერიის კაფის მაკეტის სურათებიც მოიპოვა.
რა დაუჯდება თბილისის მერიას ბიუჯეტიდან აღნიშნული კაფის გახსნა ამ დროისთვის უცნობია. აღნიშნული ნივთების შესაძენად მერიას ტენდერი აქვს გამოცხადებული.