ავთანდილ კვარაცხელია, რომელსაც მისი თქმით ქართუ ჯგუფმა ქონება - ფაბრიკა ამირანი უკანონოდ ჩამოართვა, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება და პირადად დალაპარაკება სცადა, თუმცა ვერ შეძლო.
"შევხვდი მის ძმებსაც, მინდოდა ბიძინამდე მიმეტანა ხმა. მეც არ მჯეროდა, არ მინდოდა გახმაურება და მჯეროდა შინაგანად, რომ არ იცოდა და მინდოდა შინაურულად მიმეტნა ხმა. ასეთი მეცენატი კაცი იყო და არ მჯეროდა რომ იცოდა. ბოლოს, რომ დავურეკე ასე მითხრეს, სისულეებს გაანებე თავიო და გამითიშა ტელეფონი,"-აცხადებს ავთანდილ კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ ფაბრიკა ამირანის 52%-იან წილს 1993 წლიდან კოლექტივი ფლობდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ავთანდილ კვარაცხელია, რომელიც ასევე იყო ფაბრიკის დირექტორი. 1998 წელს მას ქართუ ჯგუფმა ტერიტორიის დათმობა შესთავაზა რაზეც უარი მიიღო. მოგვიანებით კვარაცხელიაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ის დააპატიმრეს. სწორედ ამ პერიოდში გაიყიდა ფაბრიკა ამირანი და ტერიტორია, რომელზეც ის იყო განლაგებული აუქციონზე და ის ქართუ ჯგუფის მიერ დაარსებულმა კომპანია ქართუ ლიზინგმა შეიძინა.