გადაცემა აქცენტებში გასულ რეპორტაჟში ნაჩვენებია წყვილი, რომელიც წყნეთის ხევში მიწას და მასზე არსებულ ნაგებობას ფლობდა. ამ ტერიტორიით ქართუ ჯგუფი დაინტერესდა. მას შემდეგ რაც მელაძეების ოჯახმა მიწის გაყიდვაზე უარი უთხრეს, რამდენიმე დღეში ზედამხედველობის სამსახურმა იქ არსებული ნაგებობა დაანგრია. მელაძეებმა ქონება ვერ დაიკანონეს და საბოლოოდ ის ქართუ ჯგუფის ხელში მოხვდა. სწორედ ამ პერიოდში, 2009 წელს ქართუ ჯგუფმა განცხადება გაავრცელა.
"ჟურნალისტებმა ყურადღება არ გაამახვილეს იმაზე, რომ ამ მიწის პატარა ფართობზე 100 მილიონის ინვესტიციის ჩადება გადაწყდა. თითქოს ასეთი პროექტი საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენა იყოს. თანაც ინვესტორს დამატებით სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე ათეულობით ჰექტარი გამწვანების ზოლი უნდა შეექმნა," -აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებიდან ჩანს, რომ ქართუ ჯგუფს სახელმწიფომ წლების წინ ტერიტორია წყნეთის ხევში 100 მილიონი ლარის ინვესტირების სანაცვლოდ გადასცა, რომლის შესრულების ვალდებულებაც მას 2017 წლამდე ჰქონდა. ამ დრომდე აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი პროექტი არ განხორციელებულა. რამდენიმე კვირის წინ კი საკრებულომ აღნიშნული მიწა ივანიშვილის ქართუ ჯგუფს ჩამოაწერა, მიზეზად კი მისი სტიქიის ზონაში არსებობა დასახელდა.
აღნიშნულ ფაქტს საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი აბესაძე გამოეხმაურია.
"ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ივანიშვილი უარს ამბობს მის ვალებულებაზე 100 მილიონისანი ინვესტიცია განახორციელოს. ეს არის მავნებლური გადაწყვეტილება მერის მხრიდან, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის ნაცვლად, ივანიშვილის ინტერესების დაცვით არის დაკავებული,"-აცხადებს ირაკლი აბესაძე.