20 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
"ლამის მთელი საქართველო იყიდა და ჩაიდო ჯიბეში კაპიკებში"-ავთანდილ კვარაცხელია ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს

ავთანდილ კვარაცხელია, რომელიც ქართუ ჯგუფს მისთვის ქონების უკანონოდ წართმევაში ადანაშაულებს ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი მთავარი ინტერესი თბილისში საუკეთესო ტერიტორიების ხელში ჩაგდება იყო.

"ლამის მთელი საქართველო იყიდა და ჩაიდო ჯიბეში კაპიკებში. მე დავრწმუნდი, რომ მისი პროექტი, რომელიც ახლა კეთდება და ყველა წინააღმდეგია სწორედ ჩემგან იწყებოდა- ზოოპარკი, ჩემი ფაბრიკა, ლაგუნა და თავისუფლების მოედანი, ასე იყო ჩაფიქრებული. მე წამართვა, ლაგუნა ძალით წაიღო და დანარჩენებმა დათმეს ტერიტორია. მისი მთავარი ამოცანა იყო, რომ საუკეთესო ადგილები ჩაეგდო ხელში,"-აცხადებს ავთანდილ კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ ფაბრიკა ამირანის 52%-იან წილს 1993 წლიდან კოლექტივი ფლობდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ავთანდილ კვარაცხელია, რომელიც ასევე იყო ფაბრიკის დირექტორი. 1998 წელს მას ქართუ ჯგუფმა ტერიტორიის დათმობა შესთავაზა რაზეც უარი მიიღო. მოგვიანებით კვარაცხელიაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ის დააპატიმრეს. სწორედ ამ პერიოდში გაიყიდა ფაბრიკა ამირანი და ტერიტორია, რომელზეც ის იყო განლაგებული აუქციონზე და ის ქართუ ჯგუფის მიერ დაარსებულმა კომპანია ქართუ ლიზინგმა შეიძინა.   

 

ამავე თემაზე
დღის ამბები