20 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი ასობით ადამიანი

სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი ასობით მოქალაქე დახმარებას ითხოვს, მიზეზი მარტივია მათ დახმარება ვერ აიღეს. ამის მიზეზი კი ბენეფიციარების ბაზის გადამოწმება გახდა, რომელსაც სოციალური სააგენტო აწარმოებს. სააგენტოში განმარტავენ, რომ პროცესი 2-3 თვეში დასრულდება.

სააგენტოში ამბობენ, იმასაც რომ ბენეფიციართა სასარგებლოდ მეთოდოლოგიაც შეიცვალა, თუმცა რუსთავი2-ის კამერასთან თავად სოციალურად დაუცველები პირობების გაუარესებაზე საუბრობენ. მათი ნაწილი სააგენტოსგან კვლავ პასუხს ელოდება, ნაწილმა დახმარებაზე უკვე უარი მიიღო, ნაწილი კი ამბობს, რომ მათი ქულა შემცირების ნაცვლად გაიზარდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში არ აქვთ ზუსტი სტატისტიკა, გადამოწმების შედეგად თუ რამდენ ადამიანს მოეხსნა სოციალური დახმარება. თუმცა დარწმუნებით აცხადებენ, რომ მოხსნილი დახმარებების ხარჯზე, სახელმწიფოს თანხა არ დაუზოგავს.

პოსტსკრიპტუმი სოციალურად დაუცველთა პრობლემებით კიდევ ერთხელ დაინტერესდა და რამდენიმე მათგანს სურათის შესაქმნელად ესტუმრა.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი. 

დღის ამბები