20 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
უსახლ-კაროდ და სოციალური დახმარების გარეშე - თბილისში 6 ადამიანი ქუჩაში ცხოვრობს

უკვე მეორე თვე იწყება თბილისში 6 ადამიანი ქუჩაში ცხოვრობს. მიზეზი უკანონოდ შენობაში შესახლება გახდა, საიდანაც ჯერ გამოასახლეს შემდეგ კი შენობა კერძო მეპატრონემ დაანგრია.

მელიქიშვილის 49 ნომერში არსებული შენობიდან მათი გამოსახლება აგვისტოს დასაწყისში მოხდა ახლა კი უკვე ოქტომბერი დაიწყო.

უსახლკაროდ დარჩენილებს სოციალური დახმარებაც შეუწყდათ, ისინი ამბობენ, რომ სააგენტო საცხოვრებელი მისამართის ცვლილებას ითხოვს, თუმცა მათი საცხოვრებელი მისამართი დღეს ქუჩაა. ამბობენ, რომ დახმარებად 60 ლარს იღებდნენ ქირისთვის კი 100 ლარია საჭირო რაც მათ არ აქვთ.

უსახლკაროდ დარჩენილები, ჰიგიენურ პროცედურებს სახელმწიფო უნივესტიტეტის საპირფარეშოში იტარებენ.

ნაწილ მათგანს შრომა შეუძლია და ბოთლებისა და მაკულატურის ჩაბარებით რამდენიმე ლარს შოულობენ. ძირითადი საარსებო წყარო კი მათთვის მაინც შემოწირულობაა.

6 ადამიანიდან 2 ცოლ-ქმარია, მათთან ერთად უსახლკაროდ ბავშვიც დარჩა. 5 წლის ბავშვი მინდობით აღზრდაშია და სხვა ოჯახში იმყოფება. დედა დაშავდა და დაინვალიდდა. მშობლებს ბავშვის დაბრუნების სურვილი აქვთ და მცდელობას არ აკლებენ თავშესაფარშიც სწორედ ამიტომ არ მიდიან. 

ავტორი: გვანცა სუთიძე

დღის ამბები