დასანანი და არამეგობრული ნაბიჯი პარტნიორის მხრიდან - ასე აფასებს "ქართული ოცნება" ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაყინოს 30 მილიონი ევრო, რომლის გადმორიცხვაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს მეგობარი უნდა იყოს.
”მიუღებელია და ცუდია ბატონი ევროკავშირის ელჩის ეს განცხადება. მისი წინამორბედი, გრძელი კაცი რომ გვყავდა წარმომადგენელი, რამდენიმე წელი იმუშავა, არც ახსოვს ჩვენს მოსახლეობას და ვისაც ახსოვს, ძალიან ცუდად ახსოვს. თუმცა, ახსოვთ გიგაურებს, ლომჯარიებს მისთანებს ძალიან კარგად. მე ვისურვებდი, რომ თქვენც ასე არ დაამთავროთ თქვენი კარიერია. თქვენ, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს მეგობარი უნდა იყოთ," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ.
"შესაძლოა, ახლა არის რაღაც გარკვეული გაუგებრობები, სხვადასხვა პოზიციები პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით როგორიც არის გამჭვირვალობის მოთხოვნა. სხვა თემა, პრაქტიკულად, რაიმე დაძაბულობისა, არ არსებობს. 30 მილიონს თუ საქართველოს ჯარში გასატარებელ ღონისძიებებს გამოართმევ და გადასცემ ლომჯარიას და გიგაურს, რასაკვირველია, ეს რეალურად, შეიძლება შეფასდეს როგორც პირდაპირი მხარდაჭერა იმისა, რაზეც ტაშფანდური აქვთ ახლა ატეხილი ამ განცხადების გამო რადიკალურ ოპოზიციაში," - აცხადებს გია ვოლსკი.
ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ინფორმაციით, ევროკავშირის პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდასაჭერად.