16 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, "დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე პაკეტს დღეს ხელს მე მოვაწერ - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციის თანახმად, "დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე პაკეტს დღეს ხელს თავად მოაწერს.

"საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ პაკეტი "დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე.

ამასთან დაკავშირებით, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან მოგვივიდა წერილი, რომ ის არც ხელს აწერს კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს მას, ანუ ვეტო არ არის. იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვიხილეთ წინა ვეტოებთან დაკავშირებით, რომ არგუმენტად "იმიტომ" იყო მოყვანილი, როგორც ჩანს, ამჯერად "იმიტომ" არგუმენტით არ სურდა ქალბატონ სალომეს საპარლამენტო მდივანს პარლამენტში მოსვლა და ამიტომ ხელი არ მოაწერა მას. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მე მოვაწერ ამ კანონს დღეს ხელს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

დღის ამბები