16 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
ყველასთვის ცნობილია "ნაცმოძრაობაზე" ჩვენი პოზიციები - ნათია მეზვრიშვილი "ლელოსთან" დაკავშირებით გიორგი გახარიას კომენტარს განმარტავს

ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგანია გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის გუნდების შესაძლო ერთობა - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მუშაობს რათა "ლელო" "განაცებისგან" გადაარჩინონ. მან ამ მისიას ჩვეულებრივი პრაგმატული პოლიტიკური ინტერესი უწოდა.

გიორგი გახარიას განცხადება დღეს მისმა თანაგუნდელმა, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა. მისი თქმით, "ლელოს" ლიდეების მიმართ შეთავაზება უკვე გაკეთებულია და ამ თემაზე უფრო ღრმა შეფასებების გაკეთებას აღარ აპირებენ. 

"განაცების" საკითხზე შემიძლია მხოლოდ დავაკონკრეტო - ყველასთვის ცნობილია "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებით ჩვენი პოზიციები. ჩვენთვის მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი. ყველასთვის ცნობილია პარტიებს რა დამოკიდებულება აქვთ კეზერაშვილის ოლიგარქობასთან დაკავშირებით, "ლელოს" პოზიცია ცნობილი არის ამ საკითხებთან დაკავშირებით. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ამისგან უნდა გადავარჩინოთ და ეს იყო ჩვენი ამოცანა, მათ ამ პოზიციებს ვგულისხმობდით.

ჩვენ ხომ არ გავერთიანებულვართ "ნაცმოძრაობასთან" წინასაარჩევნოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ?!" - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

 

დღის ამბები