16 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
ირაკლი კობახიძე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს პროგრამის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს პროგრამის დირექტორს შეხვდა. პრემიერსა და IRI-ის წარმომადგენელს შორის საუბარი, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებს შეეხო.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება კვლავაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობას.

დღის ამბები