რომელ ქალაქში უნდა იყოს საქართველოს პარლამენტი?-NDI-ს მიერ დასმულ ამ კითხვაზე გამოკითხული 4 ათას 500 ადამიანიდან 71% ფიქრობს, რომ პარლამენტი თბილისში უნდა იყოს. ხოლო 20%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს.
გამოკითხულთა 8%-ს პოზიცია არ აქვს, 1% კი ამბობს, რომ პარლამენტის შენობა სადმე სხვაგან უნდა გადაიტანონ.
ქუთაისში პარლამენტის დარჩენას მიესალმება თბილისში გამოკითხულ მოქალაქეთა 19%. ამავე პოზიციაზეა ბათუმში გამოკითხულთა 20%, 12% პროცენტი გორში, გამოკითხულ ზუგდიდელთა 21%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს. ასევე იგივე მოსაზრებას იზიარებს თელაველების 10%, გურჯაანელების 10%, მცხეთელების 11%, ოზურგეთელების 6% და ახალციხელების 14%.
რაც შეეხება პარლამენტის თბილისში გადმოტანას, ამ პოზიციას მიესალმება დედაქალაქში გამოკითხულთა 74%, ბათუმში გამოკითხულების 62% , 38% ქუთაისში, 74% გორში, 65% ზუგდიდში, 83% თელავში, 79% გურჯაანში, 83% მცხეთაში, 77% ოზურგეთში და 81% ახალციხეში.