ლარნაკაში დავით კეზერაშვილი ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა. "კურიერის" ინფორმაციით, შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, აღმასრულებელი მდივანი დავით კირკიტაძე და პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, მთავარი თემა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები იყო. კეზერაშვილი სააკაშვილს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა, მიზეზი პარტიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებია. მან ასევე დააყენა საკითხი, რომ საარჩევნო კამპანია თავად აკონტროლოს.
"კურიერმა" საქართველოში დაბრუნებული გიორგი ვაშაძე აეროპორტში ჩაწერა. ის კეზერაშვილთან შეხვედრას უარყოფს.
"ბევრი ინფორმაცია გაქვთ, რომელიც ტყუილია. თქვენ თავს მიხედეთ. მეუღლესთან ერთად ვიყავი ორი დღე დასასვენებლად და თქვენ ვერ დამითვლით მე სად წავალ. სისულელეს ნუ ჰყვებით, ტყუილია.", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.