20 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმის მოსამართლე სკანდალში ეხვევა-ურთმელიძის დედას მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ

თამაზ ურთმელიძეს, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავს, შესაძლოა უახლოეს მომავალში თავად მოუწიოს სასამართლო პროცესებზე სიარული, სადაც ბრალდებული მისი დედა იქნება. 2014 წელს მომხდარი შემთხვევა კი ყველა იმ კითხვაზე იძლევა პასუხს, რომელიც ურთმელიძის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ისმებოდა-მოსამართლის დედამ საკუთარ სიძეს ნაჯახი ჩაარტყა.

მოსამარლთე თამაზ ურთმელიძის დედას, ბრალს გამომძიებლები სავარაუდოდ რამდენიმე დღეში წაუყენებენ, წელიწადისა და 8 თვის დაგვიანებით. ამის შესახებ ურთმელიძის სიძეს საგამოძიებო უწყებიდან დღეს დილით აცნობეს. საქმე ეხება 2014 წლის 7 იანვარს მომხდარ ინციდენტს, როდესაც სიძის მტკიცებით მდინარა გიორგობიანმა მას ნაჯახი ჩაარტყა.

დავა ვალერი სილაგაძესა და ურთმელძეების ოჯახს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სილაგაძის მეუღლე დარეჯან ურთმელიძე გარდაიცვალა, ქმარმა კი მოითხოვა, რომ ცოლის ბინა მათი ერთადერთი შვილის სახელზე გაფორმებულიყო, რასაც ურთმელიძეების უარი მოჰყვა.

7 იანავრს სიდედრი, სიძე და მცირეწლოვანი ბავშვი თემქაზე სადაო ბინაში იმყოფებოდნენ, როდესაც ბინის თემაზე კამათი სიძის დაჭრით დასრულდა. 

ამის შემდეგ ნაჯახით დაჭრილი სიძე კლინიკაში, მდინარა გიორგობიანი კი პოლიციაში გადაიყვანეს. ვალერი სილაგაძე და მისი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც თავდასხმის თვითმხილველი იყო იმავე დღეს მოწმის სტატუსით დაკითხეს.

მოსამართლე ურთმელიძის დედის თაროზე შემოდებული საქმე აქტუალური გამომძიებლებისთვის 2015 წლის ივლისის ბოლოს გახდა, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ურთმელიძე რუსთავის 2-ის ქონებას ყადაღას დაადებდა. 

მეორედ უკვე სამართალმცველები ქუთაისში მოსამართლის სიძის საცხოვრებელ სახლში სექტემბრში მივიდნენ, სილაგაძე პოლიციაში წაიყვანეს და დაზარალებულად ერთი წლისა და 9 თვის შემდეგ სცნეს. ეს თარიღი რუსთავის 2-ის პარტნიორი ტელეკომპანიის TV საქართველოსთვის ყადაღის დადებას ემთხვევა. 

ვალერი სილაგაძის ინფორმაციით მისი სიდედრი ქალაქ ცაგერში მეორე ქალიშვილის დიანა ურთმელიძის სახლში ცხოვრობს, ამიტომ ამ ბრალდებებზე პასუხის ჩასაწერად კურიერის გადამღები ჯგუფი ცაგერში ჩავიდა.

მითითებულ მისამართზე, ურთმელიძეების სიძე კარლო ქარსელაძე დაგვხვდა, პირველივე კითხვაზე პასუხი შეურაცხყოფით დაიწყო, მოგვიანებით ჟურნალისტებზე მიტანილ იერშის ქარსელაძის დაც შეურთდა. 

კურიერმა ინტერვიუს ჩაწერა მდინარა გიორგობიანის ქალიშვლთანაც სცადა, რომელიც ცაგერის სოფლის მეურნეობის განყოფილებაში მუშაობს, თუმცა ადგილზე მისულებს დიანა ურთმელიძე სამსახურში არ დაგვხვდა და არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა.

ავტორი: ნოდარ მელაძე

 

ამავე თემაზე
დღის ამბები