რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას? - ზედამხედველობის სააგენტოს დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ექსპერტები საუბრობენ.
ისინი თვლიან, რომ სასამართლომ მართებული დადგენილება მიიღო და ამ ფუნქციის კვლავ ეროვნული ბანკისთვის დაბრუნებაზე საუბრობენ.
ანალიტიკოსები საკონსტიტუციო სასამართლოსგან სწორედ ამ გადაწყვეტილებას ელოდნენ.
„დარწმუნებული ვარ, ამით ძალიან გახარებულია უსუსური მთავრობა, უპასუხისმგებლო პარლამენტი და ის დაქირავებული ექსპერტები, რომლებმაც მთელი ნახევარი წლის განმავლობაში ააფორიაქეს საფინანსო სისტემა და ვიღაცის ახირება ამ საკანონმდებლო დონემდე აიყვანეს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ეკონომისტი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტ FactCheck-ის ანალიტიკოსი ზვიად ხორგუაშვილი მოსამართლეების გადაწყვეტილებას მართებულად მიიჩნევს.
„ერთი, რომ მოხდა კონსტიტუციის დაცვა, და მეორე - იმ წარმატებული სტრუქტურის რღვევა, როგორიც იყო ეროვნული ბანკი, შეჩერდა დროებით,“ - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.