31 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
ჰაიტის მახლობლად, მიგრანტების გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა

ჰაიტის მახლობლად, მიგრანტების გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, გემზე 80-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა, როდესაც ბორტზე ხანძარი გაჩნდა. 

ჰაიტის სანაპირო დაცვის ცნობით, 41 მიგრანტი, რომელიც ცეცხლს გადაურჩა, მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტრაგედიის მიზეზად, ჰაიტის უსაფრთხოების დონის მზარდი რეგრესი და მიგრანტებისთვის უსაფრთხო ლეგალური მარშრუტების არარსებობა დაასახელა.

დღის ამბები