16 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ბოლო 12 წელია, მანიპულირებენ ამ თემით, ხან გადატრიალება ელანდებათ და ხან - სახელმწიფოს დამხობა - პეტრე ცისკარიშვილმა

ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების საქმე პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიციას "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტის არ სჯერა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

"სუს-ი პირდაპირ ფოკუსირებულია ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე. ბოლო 12 წელია, მანიპულირებენ ამ თემით - ხან გადატრიალება ელანდებათ და ხან - სახელმწიფოს დამხობა, იმის შიშთ, რომ ერთხელ დადგება დღე, როდესაც არჩევნებში დამარცხდებიან და ეს სულ რაღაც სამი თვის შემდეგ მოხდება. ახალი ისტორია არ არის ეს. უკვე 12 წელია, ყველა არჩევნების წინ, რაღაც იგეგმებოდა, რაღაც შიშები აქვს ხელისუფლებას, გადატრიალება, რევოლუცია და ა.შ", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

"ლელოს" წევრის საბა ბუაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის იყენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

"არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ხელისუფლება, ასეთ საკითხებს და, პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იყენებს საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისათვის. არაერთხელ გვინახავს შეთითხნილი ბოდვა, მაგრამ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს და ადამიანი გვინახავს პასუხისგებაში მიცემული, რაც არის იმის დადასტურება, რომ ამ ყველაფერს ივანიშვილი და "ქართული ოცნება" აკეთებს იმისთვის, რომ დაზაფროს საკუთარი მოსახლეობა, შეაშინოს, მოატყუოს იმიტომ, რომ ხალხისთვის არაფერი აქვთ სათქმელი", - განაცხადა საბა ბუაძემ.

დღის ამბები