20 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ზედამხედველობის საქმიანოს შეჩერებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ უმრავლესობაში - ოპოზიცია კმაყოფილია

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით "ზედამხედველობის სამსახურის" საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე, კითხვები აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ სასამართლომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არ დარჩეს კითხვები სასამართლოს არაობიექტურობასთან დაკავშირებით.

„პროცესს რომ ვაკვირდები კითხვები ჩნდება. თუ ჩნდება კითხვები, ყველაფერი უნდა გააკეთოს სასამართლომ, რომ არ დარჩეს ასეთი კითხვები სასამართლოს არაობიექტურობასთან დაკავშირებით. გადაწვეტილების მიღების პროცესში მოსამართლეები უნდა ემორჩილებოდნენ მხოლოდ კონსტიტუციას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საფინანსო "ზედამხედველობის სააგენტოსთან" მიმართებაში ობიექტურ გადაწყვეტილებას დროულად გამოიტანს და უწყება მუშაობას მალე აღადგენს.

საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით კი კმაყოფილია ოპოზიცია.

„ის რაც ხელისუფლებამ გააკეთა, ეწინააღმდეგებოდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპს. ხელსუფლებამ არ გაითვალისწინა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, მიიღო სწორედ პოლიტიკური მოტივებით თავის სასარგებლოდ გადაწყვეტილება,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები