20 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ბავშვების 169-ე ბაგა ბაღში მიყვანას არ აპირებენ მშობლები - ისინი დირექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ

ბავშვების 169-ე ბაგა ბაღში მიყვანას დღეს არ აპირებენ მშობლები - ამ ფორმით ისინი კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ბაღის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას.

ფიქრია ჩახნაშვილის პოსტზე აღდგენა მშობლებმა გუშინ დღის ბოლოს ბაღების სააგენტოშიც მოითხოვეს. თუმცა, უწყება მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას არ აპირებს.

ყოფილი დირექტორის მტკიცებით, თემურ თორდინავა სპეცსამსახურების დავალებას ასრულებს და ანალოგიური გათავისუფლება სხვა ბაღებშიც იგეგმება.

დღის ამბები