თბილისი ახალ წელს განახლებული ანძით შეხვდება. თბილისის მერიამ, ანძის ახალ განათებასთან დაკავშირებით, რამდენიმე უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიას მიმართა.
ანძაზე ნათურების გამოცვლით სამუშაოებს იტალიური კომპანია განახორციელებს. თბილისის ანძა, დღეს, 5 ათასი ცალი ე.წ. "ფლეშ სანათისგან" შედგება, რომელიც 2010 წელს დამონტაჟდა და აქედან დაახლოებით, ნახევარზე მეტი უკვე მწყობრიდან არის გამოსული.