20 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
თავისუფალი დემოკრატები კახა კალაძეს პარლამენტში იბარებენ

თავისუფალი დემოკრატები გაზპრომთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტში ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს იბარებენ.

ოპოზიციონერი კანონმდებლების თქმით, რუსულ კომპანიასთან მიმართებაში ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ - რაც განმარტებებს საჭიროებს.

„მნიშვნელოვანია კონკრეტული განმარტებები მიიღოს საზოგადოებამ, პარლამენტმა, თუ რეალურად რას უნდა ელოდონ ჩვენი მოქალაქეები ამ ხელისუფლებისგან გაზპრომთან მიმართებაში,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

თავისუფალი დემოკრატების მოთხოვნას ეთანხმება ნაციონალური მოძრაობაც.

„მთავრობას არ აქვს ერთიანი პოზიცია, ეს არის სრულიად დისფუნქციური მთავრობა,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

უმრავლესობა კი პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის მისვლის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები