"კანონიდან გამომდინარე, რადგან არის ამხელა საზოგადოებრივი მღელვარება, ამხელა საზოგადოებრივი პროტესტი, მან უნდა აიცილოს ეს საქმე, თუ არ არის დაინტერესებული აღნიშნული საქმით", - ასე გამოეხმაურა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მოსამართლე ურთმელიძის დედის გარშემო განვითარებული მოვლენებს.
მისი შეფასებით, კანონის თანხად ურთმელიძიეს შეუძლია საქმის აცილება.
"შეიძლება ურთმელიძემ კანონი არ დაარღვიოს, მაგრამ რადგან არის ამხელა საზოგადოებრივი პროტესტი, მას შეუძლია კანონის თანახმად ეს საქმე აიცილოს, და აჩვენოს საზოგადოებას, რომ ის არ იყო დაინტერსებული საქმის შედეგით. თუ ურთმელიძე, ამხელა გამოცდილების მქონე მოსამართლე საქმეს არ აიცილებს, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება არასწორი გადაწყევტილება", - განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.