20 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
მოსამართლეების ნაწილი ნინო გვენეტაძეს უპირისპირდება

მოსამართლეების ნაწილი ნინო გვენეტაძეს უპირისპირდება. მათ დღეს იუსტიციის მინისტრსა და პარლამენტის წევრებს მიმართეს.

მოსამართლეები აცხადებენ, რომ პარლამენტში საერთო სასამართლოების შესახებ კანონის განხილვებისას გვენეტაძე მათ პოზიციას არ ახმოვანებს.

„მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული. ჩვენ გვაქვს ისეთი შენიშვნები, რაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას წაადგება. ელემენტარულად მოსმენას ვითხოვთ. ვითხოვთ იმას, რომ სასამართლო კორპუსში არის მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ამ ცვლილებებს არ ეთანხმება. არ გამოხატავს ქალბატონი ნინო სასამართლოს კორპუსის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციას,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ.

მოსამართლეებს ნინო გვენეტაძემ უპასუხა. 

„მათ ვერაფერში ვერ შევზღუდავ, შეუძლიათ თავიანთი პრეტენზიები მათ ხმამაღლაც დააყენონ. ბრიფინგიც გამართონ და მინისტრსაც შეხვდნენ. ბუნებრივია ის ღია შეხვედრები, რომელიც გაიმართა მათთან ერთად, ყველა იმ ცვლილებას და ინოვაციას მოიცავდა, რომელიც არის განხორციელებული კანონპროექტების სახით. კოლეგებმა კარად იცინა, რომ პროექტი არის იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული,“ - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

დღის ამბები