20 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
2016 წლის ბიუჯეტის პროექტით პენსიის ზრდა არ იგეგმება - მმართველ გუნდს შენიშვნები არ აქვს

2016 წელს საქართველოს ბიუჯეტი 10 მილიარდ ლარამდე იქნება. პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი კი პენსიის ზრდას არ ითვალისწინებს. ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს არ იწონებს და მხარსაც არ დაუჭერს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი ფიქრობენ, რომ პენსიონერის სოციალურად დაცვა მხოლოდ პენსიის ზრდას არ ნიშნავს.

"სოციალურად დაცვა პენსიონერის არ გულისხმობს მარტო პენსიის მიცემას. თუ აქვს მას საშუალება მიიღოს სამედიცინო დახმარება აქვს მის შვილიშვილს საშუალება, რომ წიგნები უფასოდ მიიღოს, რაშიც მას შესაძლოა გაზრდილი პენსია ისედაც დახარჯვოდა. ჯერ ჩვენ პირველად ვერსიას ვეცდნობით ბიუჯეტის მე საბოლოო პროექტს დაველოდები," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებით აქვთ. 

"ოდნავადაც არ პასუხობს გამოწვევებს, იმ გამოწვევებს, რის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები არიან. არ არის სოციალური მიმართულებით ის პროექტები წარმოდგენილი,
რაც მოქალაქეებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს. დეფიციტს არ ამცირებენ, რაც ლარის კურსზე გავლენას მოახდენენ", - განაცხადა დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები