16 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
"სამწუხაროა ის, რომ არ მოხდა პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება დავის განხილვის დროს" - ირაკლი კუპრაძე საარბიტრაჟო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელის შესახებ

საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა მამუკა ხაზარაძემ. როგორც "ლელოს" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, გადაწყვეტილება მისი და ბადრი ჯაფარიძის სარჩელზე გულდასაწყვეტია.

"არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა. თანამედროვე, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ანაკლიის პორტი, რომელიც დღეს დიდი ხნის აშენებული და ამუშავებული იქნებოდა, საქართველოს მოსახლეობას უზარმაზარ შესაძლებლობებს შეუქმნიდა. პორტი, თუ სწორად განვითარდებოდა, ათიათასობით ღირსეული სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის", - წერს მამუკა ხაზარაძე.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა "ლელოში." პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ოპოზიციური კოალიცია "ძლიერი საქართველო, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ სამწუხაროა ის, რომ არ მოხდა პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება დავის განხილვის დროს.

"საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან ნათელი, არ დაკმაყოფილდა არც ერთი მხარის, არც ანაკლიის კონსურციუმის და არც ხელისუფლების შესაგებელი სარჩელი. სამწუხაროა ის, რომ არ მოხდა პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება დავის განხილვის დროს, იმ პოლიტიკური კონტექსტის, რომელიც იყო მთავარი ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერების. ეს იყო პროკურატურის მიერ დევნის განხორციელება და დასკვნაში ნათქვამია, რომ პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადებები დევნის შესახებ იყო მიუღებელი," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

დღის ამბები