საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საზედამხედველო საბჭოს წევრი კოტე სულამანიძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, სამსახურის საქმიანობა ამ ეტაპზე შეჩერებულია, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მის მუშაობაზე.
მისი თქმით, ისინი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან.
„სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო წინასწარი გადაწყვეტილება, სანამ მიიღებენ, მანამდე შეაჩერეს უფლებამოსილება. ესეთი გადაწყვეტილება მიიღო ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლომ. როგორც გადაწყვეტს კანონი, ისე მოვიმოქმედებთ ჩვენც. სასამართლოს დროებითი გადაწყვეტილებით, მუშაობა შეჩერებულია,“ - განაცხადა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა კონსტანტინე სულამანიძემ.