საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით შეფასებები მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან მოყვა.
მინისტრთა კაბინეტის წევრები თვლიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყევტილება პილიტიკურად ანგაჟირებული იყო. მათ გარკვეული შეკითხვები გააჩნიათ საკონსტიტუციო სასამართლოსთან.
„ამ კანონპროექტის მომზადება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩართული იყო სხვადასხვა საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციები, ექსპერტები და პრობლემა არ ყოფილა. იქნა გადაწყვეტილება მიღებული, კანონი არის დახვეწილი როგორც ევროპულ ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებშია. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გარკევულ ეჭვებს ბადებს თემის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით,“- განაცხადა კახა კალაძემ.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ეს არის სტრუქტურული რეფორმების ნაწილი, რომელსაც უნდა გამოევლინა და უნდა ეჩვენებინა კომერციული ბანკების კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა.
„როგორც პოლიტიკური გუნდი, ამას ვხედავდით კიდევ უფრო გამჭვირვალე ინსტრუმენტების ჩამოყალიბების შესაძლებლობად, თუ კონსტიტუციურმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე ამას ჭირდება დამატებითი დისკუსიები, კი ბატონო,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.