16 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება - ვახტანგ ცინცაძე

2024 წლის ივნისში, ეკონომიკურმა ზრდამ 7.5%შეადგინა. იანვარ-ივნისში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9%-ს გაუტოლდა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ივნისში, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებული იყო და მასში პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ასევე, ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

მისივე ინფორმაციით, ივნისში, ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს - 580 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში, 2024 წელს, შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, რაც ასევე მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და, შესაბამისად, პოზიტიურად აისახება საქართველოს თითოეული მოქალაქის შემოსავლების ზრდასა და ზოგადად ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე,“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

 

დღის ამბები