საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებ გადაწვეტილებას ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტური მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოს საქმიანობის შეჩერება, როგორიც არის საბანკო ზედამხედველობა, არასწორია.
მისი თქმით, ეს დააზარალებს ქართულ სახელმწიფოს.
„როდესაც სააკაშვილის დროს გაცილებით უარესი ფორმით მოხდა ამის გაკეთება, მაშინ არავის არ დაბადებია ეს ყელაფერი რატომ ხდებოდა მაშინ ესე და ეხლა ამან გამოიწვია საკონსტიტუციო ომი. იმისთანა მნიშვნელოვანი ორგანოსი, როგორიც არის საბანკო ზედამხედველობა, საქმიანობის შეჩერება არ არის სწორი, იმიტომ რომ ამით დაზარალდება ყველა შემთხვევაში საბანკო სექტორი და შესაბამისად ქართული სახელმწიფო,“ - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.
საპარნტიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის თქმით, სამწუხაროა აღნიშნულ საკითხს პოლიტიკური ანგაჟირება მიეცა.
„რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ეს არის კანონი. როცა პარლამენტი ამ კანონს ღებულობდა, მაშინ ყველა ინსტანცია იყო ჩართული. ძალიან ვწუხვარ, რომ ყოველივე ამის მერე პოლიტიკური ანგაჟირება მიეცა ამ საკითხს,“ - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა დავით საგანელიძემ.