ნაციონალური მოძრაობის წევრები და თავისუფალი დემოკრატები, რომლებმაც შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ზედამხედველობის საქმიანობის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებთან, დეკვატური გადაწყვეტილება მიიღო.
მათ მიაჩნიათ, რომ ზედამხედველობის სააგენტო უნდა გაუქმდეს და ყველა უფლებამოსილება ისევ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდეს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწვეტილებით, უზრუნველვყოფთ ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუციის შენარჩუნების გარდა, იმას რომ საბანკო სისტემა არ მოექცევა ივანიშვილი-მეჭიაურის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გამოიყენოს ეს პაუზა, გადახედოს ამ ერთი კაცის მიერ ახირებულ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა.
თავისუფალი დემოკრატების წევრის დავით ონოფრიშვილის თქმით, გამოსავალი უკვე ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომ ზედამხედველობის ფუნქციას ისევ შეასრულებს ეროვნული ბანკი.
შეგახსენებთ, რომ თავისუფალი დემოკრატების და ნაციონალური მოძრაობის სარჩელი მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში და შესაბამისად ზედამხედველობის სააგენტოს 9 მოსამართლიდან 5-მა მუშაობა შეუჩერა.