საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით განმარტება ქართული ოცნების წევრმა ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა.
ტყემალაძის შეფასებით, სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
“მე მგონი რომ, არასწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ კანონი კანონია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა ვცეთ და დავემორჩილოთ. დაველოდოთ მოვლენებს, პანიკას ნუ ავტეხავთ. როგორც გადავლახეთ ვეტო და როგორც გავიარეთ ეს პერიოდი, ესე წყნარად უნდა გავიაროთ დარჩენილი პერიოდი,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების მდივანმა ზურაბ ტყემალაძემ.