20 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
"ჩემი გადმოსახედიდან ეს სააგენტო არის მკვდარი," - გიგა ბედენეიშვილი ზედამხედველობის სააგენტოზე საუბრობს

ზედამხედველობის სააგენტოს გაუქმების შესახებ ექსპერტთა ნაწილი საუბრობს.

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს ფაკულტეტის დეკანი გიგა ბედენეიშვილი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ეროვნული ბანკს ისევ აღუდგეს ის უფლებები, რაც ქონდა.

 „მე დარწმუნებული ვარ, რომ გაუქმდება. ჩემი გადმოსახედიდან ეს სააგენტო არის მკვდარი. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ეროვნული ბანკი ისევ აღდგეს იმ უფლებებში, რომელიც მას ქონდა, სანამ ამ კანონს მიიღებდნენ,“ - განაცხადა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიგა ბედენეიშვილმა.

საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივას ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად შეიზღუდა ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციონირება.

„გარკვეული გაუგებრობაა სახელისუფლებლო შტოებს შორის,“ - განაცხადა ლევან კალანდაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები