16 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
მგონია, რომ პრეზიდენტის განცხადება მაინცდამაინც სერიოზულად აღსაქმელი არ უნდა იყოს - მიხეილ სარჯველაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევაზე

ვფიქრობ, რომ ინიციატივა ცოტა არასერიოზულად გამოიყურება - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, ბიძინა ივანიშვილის დებატებში მოწვევასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი.

მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება სერიოზულად აღსაქმელი არ არის.

"ვფიქრობ, რომ ინიციატივა ცოტა არასერიოზულად გამოიყურება. ვინმე თუ გაუმეორებს კითხვას, კვლავაც მზად არის თუ არა, რომ ეს დებატი მოითხოვოს, მე მგონი, შეიძლება, რომ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ, რეალურად, არც შანსი აქვს რაიმე დებატის; კალიბრის გათვალისწინებითაც, მე მგონია, რომ მაინცდამაინც სერიოზულად აღსაქმელი ეს განცხადება არ უნდა იყოს.

მაგრამ, ყველაზე მეტად საყურადღებო და ნიშანდობლივი ის არის, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც ფიცი აქვს დადებული, რომ პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა უნდა იდგეს, გამოდის ინიციატივით, რომ დებატებში დაუპირისპირდეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს. მე მგონია, რომ მისი მხრიდან ეს დაშვებული, დიდი შეცდომა იყო,“ - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები