დარჩება თუ არა თამაზ ურთმელიძე რუსთავის2-ის საქმის მოსამართლედ, ორშაბათს გახდება ცნობილი, როდესაც ქიბარ ხალვაშის სარჩელზე მთავარი სხდომაა ჩანიშნული.
რუსთავი2-ის ადვოკატები კიდევ ერთხელ მოითხოვენ მის აცილებას და ამჯერად შუამდგომლობის მიზეზი მოსამართლის დედის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეა.
მანამდე კი ხელისუფლება ურთმელიძის გარშემო ატეხილი სკანდალის განეიტრალებას ცდილობს.
კურიერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, შს სამინისტრომ და პროკურატურამ განცხადებები გაავრცელეს.
ბადაშვილის უწყება რუსთავი2-ს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. თუმცა, ორივე ძალოვანი სტრუქტურა ადასტურებს, რომ მდინარა გიორგობიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია.
თითქმის ორი წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის კი თამაზ ურთმელიძის დედა პასუხისგებაში მხოლოდ გუშინ მისცეს და ასევე დაანონსეს, რომ მდინარა გიორგობიანის მიმართ აღმკვეთი ღონისძიება გამოყენებული არ იქნება.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე