20 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
ოზურგეთელი მოსწავლეები ჰყვებიან, რომ პედაგოგმა, მამა ვახტანგ თოხაძემ, მოსწავლე თანაკლასელებს ჯოხით აცემინა

ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები მათ კლასში მომხდარს იხსენებენ.

ბავშვები ჰყვებიან, რომ თანაკლასელი გაკვეთილზე საუბრის გამო პედაგოგმა, მამა ვახტანგ თოხაძემ, თანაკლასელებს აცემინა.

მოსწავლეები ჰყვებიან, რომ მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა.

აღზრდის ამ მეთოდის შესახებ საქმის კურსშია სკოლის ადმინისტრაცია.

სამრევლო სკოლის კიდევ ერთი მოძღვარი, მამა იოსები, ამბობს, რომ მათ სასწავლებელში განსხვავებული შიდაგანაწესია.

მომხდართან დაკავშირებით არც ნაცემი მოზარდი და არც მისი მშობლები არ საუბრობენ.

მომხდარის შესახებ განათლების სამინისტროს რაიონულმა რესურსცენტრმა და სახალხო დამცველის აპარატმა მედიით შეიტყო.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები