20 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთდროულად რამდენიმე სკანდალში ეხვევა

მონიტორინგის ცენტრ მედიატორის წევრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მისაღებში ბანერი გენერალური დირექტორს დაუტოვეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევებმა ტელევიზიის ხელმძღვანელი პირების მივლინების ხარჯების რაოდენობა გააპროტესტეს.

მედიატორის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 200 000 ლარი არამიზნობრივად იყოს დახარჯული. 

მედიატორის ცენტრის წევრების პროტესტს მაუწყებლის გენერალური დირექტორი გამოეხმაურა.

გიორგი ბარათაშვილის მტკიცებით, მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ არცერთი მისი ნათესავი საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ დასაქმებულა. არამიზნობრივი ხარჯები კი, მისი თქმით, ტელევიზიაში არ არსებობს. 

არხის გენერალურ დირექტორს დღეს განმარტებები საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქსოუს პირველი სტუდიის შესახებ არ გაუკეთებია.

გადაცემის ავტორი და წამყვანი ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ მისთვის თოქშოუს დახურვის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამთ, თუმცა განცხადებები გადაცემის დახურვის შესახებ, სხვა ტელევიზიის ეთერიდან მოისმინა.

მიშველაძე გადაცემის დახურვას მედიაში მიმდინარე მოვლენებსა და პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს. 

საზოგადოებრივი მაუწყებელში კიდევ ერთი ხამურიანი ცვლილება არხის საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელის დანიშვნა გახდა.

გიორგი გვიმრაძე პრორუსულ ძალებთან თანამშორმლობაში დაადანაშაულეს, რაც თავად გვიმრაძემ კატეგორიულად უარყო. თუმცა, მისი თანამდებობაზე დანიშვნა ამ დრმდე კითხვებს ბადებს ბორდის მოქმედ წევრების ნაწილსა და არხის მონიტორინგის საბჭოში. 

 

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები