20 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
რუსთავი 2 - ის დაცვის მხარე მოსამართლის აცილების შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დააყენებს

მოსამართლის აცილების შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დააყენებს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 - ის დაცვის მხარე.

ადვოკატის განმარტებით, საქმის განხილვის დაწყებიდანვე გამოიკვეთა მისი არაობიექტურობა, რაც გახდა უნდობლობის გამოცხადების მიზეზიც.

დაცვის მხარე საქმეში ოქრუაშვილის ჩართვის შესაძლებლობასაც გამოეხმაურა. მათი შეფასებით, ასეთ შემთხვევაში ეს ქიბარ ხალვაშის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს.

„თუ ახალი მოთამაშე ჩაება ამ თამაშში, ოქრუაშვილი ან ნებისმიერი სხვა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქიბარ ხალვაშის არაკეთილსინდისიერებაზე მეტყველებს. ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ ხელახლა შუამდგომლობას აცილების თაობაზე,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები