დღეს მცხეთობა-სვეტიცხოვლობა აღინიშნება. სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება.
მცხეთაში უკვე ჩაბრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელიც სინოდის წევრებთან ერთად საღვთო ლიტურგიას სვეტიცხოველში აღავლენს. საღვთო ლიტურიგია 10 საათზე დაიწყება.
დღესვე აღინიშნება მეფე მირიანის, ნანა დედოფლისა და წმინდა სიდონიას ხსენების დღე.
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით გვიანობამდე მიმდინარეობდა სამზადისი. მცხეთაში რამდენიმე სცენა დამონტაჟდა. მთელი დღის განმავლობაში აქ დაგეგმილია კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, ასევე კონცერტები და გამოფენები.
მცხეთაში ასევე ელოდებიან პრემიერმინისტრს და მთავრობის წევრებს.
ღონისძიებები დღის ბოლოს გალა-კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.