20 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
„არსებულ ვითარებაშიც კი შესაძლებელია, რომ სახელმწიფო დაეხმაროს ყველაზე გაჭირვებულ ჯგუფებს," - ზურაბ ჭიაბერაშვილი

პენსიის 50 ლარით გაზრდაა შესაძლებელი - განცხადება ნაციონალურ მოძრაობაში გაკეთდა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც 3 წლიანი მმართველობის შედეგები შეაფასა.

მისი განცხადებით, დღეს მოქმედი სოციალური პროექტების ნაწილი უსარგებლოა და თანხა არასათანადო მიზნებისთვის იხარჯება.

„არსებულ ვითარებაშიც კი შესაძლებელია, რომ სახელმწიფო დაეხმაროს ყველაზე გაჭირვებულ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს. ბიუროკრატიის ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ხელფასებზე, პრემიებზე, დანამატებზე, ბოლო სამი წლის განმავლობაში 400 მილიონ ლარამდეა დახარჯული. და ამ დროს 420 მილიონი ლარი ჭირდება იმას, რომ 50 ლარით გაიზარდოს პენსია,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

დღის ამბები