ჰააგის სასამართლოს პროკურორი აგვისტოს ომის გამოძიებას ითხოვს და ამ კუთხით საქართველოს უმოქმედობაზე საუბრობს.
პროკურორის ოფისთან მაქსიმალური და დროული თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ ხელისუფლებას ოპოზიციასა და საპარლამენტო უმრავლესობაშიც.
“ეთნიკური წმენდა ქართულ მოსახლეობასთან მიმართებაში, ეს არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, მათ შრის ეთნიკური წმენდა სამხრეთ ოსების და რუსების მხარდაჭერით. ეს აქცენტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ხარისხობრივად გაზრდის რუსეთის პასუხისმგებლობას საქართველოსთან მიმართებაში, ეთნიკურ წმენდასთან მიმართებაში და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ კიდევ უფრო მეტი არგუმენტი წარადგინოს ამ ფაქტებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ.