"მოსამართლე ურთმელიძე მაღალი ალბათობით მიუკერძოებელი არ იქნება,"-ეს განცხადება ჟურნალისტმა, ირაკლი ტაბლიაშვილმა, რუსთავი 2-თან დაკავშირებით გააკეთა.
ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, რუსთავი 2-ის საქმე ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია.
"მოსამართლე ურთმელიძე მაღალი ალბათობით მიუკერძოებელი არ იქნება. მთავრობის ცალკეულ წევრებს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ ამ საკითხზე სამართლიანად მსჯელობენ, ამ ადამიანებმა საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვან, რამდენად მიუკერძოებელი იქნება ურთმელიძე და რამდენად ობიექტურს, ან სრულფასოვნად ობიექტურ განაჩენს გამოიტანს. მოცემულ ეტაპზე რუსთავი 2-ის ქეისი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ჩვენი დემოკრატიისთვის,"-განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.