16 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე, ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ლიდერები არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით - შალვა პაპუაშვილი

"ეს მაჩვენებლები კარგად წარმოაჩენს იმ ძირითად მიზეზს, რატომაც ბოლო 12 წლის ყველა ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი "ქართულ ოცნებას", - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რითაც საქართველოში უმუშევრობის დონის და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის შემცირებას ეხმიანება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, უმუშევრობის მაჩვენებელი განახევრებულია და სამჯერ შემცირებულია სიღარიბე.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით.

"ეს მაჩვენებლები კარგად წარმოაჩენს იმ ძირითად მიზეზს, რატომაც ბოლო 12 წლის ყველა ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი "ქართულ ოცნებას" დაუჭირა და ოქტომბრის არჩევნებზეც კვლავ ჩვენ გვიჭერს მხარს. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენ გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე. ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ლიდერები არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით შთამბეჭდავ შედეგებთან ერთად, ვამაყობთ აღნიშნული ეკონომიკური მიღწევებით, რაც არის ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარების და საქართველოს აღმშენებლობის მთავარი წინაპირობა", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

დღის ამბები