მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედის სისხლის სამართლის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლომ გუშინ გვიან საღამოს დაიწყო. მოსამართლეს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მდინარა გიორგობიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე არ უმსჯელია.
მდინარა გიორგობიანი გამოძიებამ სიძის ნაჯახით დაჭრაში ერთი წლისა და 9 თვის შემდეგ დაადანაშაულა. საქმის წინა სასამართლო სხდომა 27 ოქტომბერს გაგრძელდება.
იურისტები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ სისხლის სამართლის საქმით ცდილობს პროკურატურა, თამაზ ურთმელიძისგან რუსთავი2–ის საქმეზე მთავრობისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას.
ადვოკატები მოსამართლის აცილების შუამდგომლობას 19 ოქტომბერს ჩანიშნულ პროცესზე კიდევ ერთხელ დააყენებენ.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.