13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად გატარებულ სამუშაოებზე მერია ანგარიშს საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას წარუდგენს.
სტიქიის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ოპოზიციას.
„გაურკვეველია დაზიანებული და განადგურებული ავტომანქანების მფლობელების ბედი. მეწარმესუბიექტებისთვის გაკეთდა თითქოს შეთავაზება იაფი სესხის გაცემის შესახებ, თუმცა ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ არსებობს,"-განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ.
ოპოზიციის ბრალდებებს მერის მოადგილემ უპასუხა. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია.
"ინფრასტრუქტურული ძირითადი სამუშაოები განხორციელებულია. კერძო დონორებთან მუშაობენ. დაუზღვეველი ავტომობილების რაოდენობა დიდია. კერძო დონორები არიან, რომლებიც გვერდზე დაუდგებიან," - განაცხადა ლექვინაძემ.
ავტორი: ეკო მაღრაძე