20 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
8 რელიგიური ორგანიზაცია რამდენიმე საგადასახადო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

8 რელიგიურმა ორგანიზაციამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რაც რელიგიურ უმცირესობებს საგადასახადო სფეროში უთნასწორო და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს.

საუბარია იმ ნორმებზე, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს დამატებული ღირებულების, მოგებისა და ქონების გადასახადის გადახდას ავალდებულებს. რელიგიური ორგანიზაციების თქმით, ეს ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ თანასწორობის პრინციპთან.

სარჩელს ხელს შემდეგი რელიგიური ორგანიზაციები აწერენ ხელს: ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი, საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია, წმიდა სამების ეკლესია, ქრისტეს ეკლესია.

საკონსტიტუციო სასამართლოში რელიგიურ ორგანიზაციებს თბილისისთავისუფალი უნივერსიტეტი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ. 

დღის ამბები