16 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, საჯაროდ ახორციელებდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდას და არ იცავდნენ ნეიტრალიტეტს - გივი მიქანაძე

გაკვირვებას აღარ იწვევს, თუმცა შემდგარი რეალობაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მხრივ, საუბრობენ არჩევნების თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებასა და გამჭვირვალობაზე, მეორე მხრივ კი, აქტიურად ერევიან პოლიტიკური ხასიათის აქტივობებში, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საჯაროდ ახორციელებდნენ პოლიტიკური შინაარსის, ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდას და არ იცავდნენ ნეიტრალიტეტს, რაც, მიქანაძის განცხადებით, ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა.

"ცალსახაა, რომ სახეზეა როგორც ზღვარის მოშლა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე უცხო ქვეყნის პირდაპირ ჩარევა და ზეგავლენის მოხდენა წინასაარჩევნო პროცესებზე.  ანალოგიური ქმედების განხორციელება ნებისმიერ სახელმწიფოში და მათ შორის დანიაშიც, ბუნებრივია ცალსახად უარყოფითად იქნებოდა შეფასებული.

გაკვირვებას აღარ იწვევს, თუმცა შემდგარი რეალობაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მხრივ, საუბრობენ არჩევნების თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებასა და გამჭვირვალეობაზე, მეორე მხრივ კი, აქტიურად ერევიან პოლიტიკური ხასიათის აქტივობებში.

საანგარიშო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, საჯაროდ ახორციელებდნენ პოლიტიკური შინაარსის, ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდას და არ იცავდნენ ნეიტრალიტეტს. მათი მცდელობაა საზოგადოების ნაწილს წინასწარ გაუჩინონ მცდარი აღქმა ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების შესახებ. როგორც ჩანს, ორმაგი სტანდარტების გამოყენებას არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სისტემატური ხასიათი მიეცა.

საინტერესოა, რომ წინასაარჩევნო პერიოდზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, „სამართლიან არჩევნებსა“ და სხვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებში არცერთი ზემოაღნიშნული ფაქტი არ არის ნახსენები, რაც კიდევ ერთხელ გვიმყარებს განცდას, რომ მათი დამოკიდებულება არის სუბიექტური და ორიენტირებულია მხოლოდ მმართველი პარტიის წინააღმდეგ," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

დღის ამბები